ირაკლი სესიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა


download

პარლამენტის თავდაცვისა და შიშროების კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი სესიაშვილმარეპორტიორისპრესკლუბში იმ პირების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც  2008 წლის აგვისტოს ომის დროს  საქართველოს ტერიტორია დატოვეს.

მინდა გამოვეხმაური იმ აჟიოტაჟს, რაც 2008 წელს აგვისტოს დროს თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის დატოვებას მოჰყვა. საზოგადოებას შევპირდი, რომ ამ სიას ყოველგვარი კომენტარის გარეშე გადავცემდი. ამ სიასთან დაკავშირებით  არის გარკვეული განმარტებები, სია ინახება პარლამენტის არქივში. არიან ადამიანები, რომლებმაც გამოხატეს ნება და დატოვეს განმარტებათუ  რატომ წავიდნენ ქვეყნიდანთუმცა არიან ადამიანები, ვინც განმარტება არ გააკეთა. თუ  ვინმეს სურსრომ პასუხი გასცეს, რატომ  დატოვეს იმ პერიოდში ქვეყანაგანცხადება თავად გააკეთნ. მე არ მაინტერებს ვინ და რატომ დატოვა, მე მაინტერსებს ხელისუფლება რას აკეთებდა ამ დროსროგორ იცავდა კოდორს, სამხრეთ ოსეთს და იმ ტერიტორიებს, სადაც შეიარაღებული თავდასხმა მიმდინარეობდა. ამ მიმართულებით თუ გავყვებითშეიძლება ძალიან ბევრ კითხვას  გაეცეს პასუხი. მთავარია როგორ ვიცავდით ქვეყანას, როგორ ვახდენდით ჩვენი მოსახლეობის ევაკუაციას და ამ მხრივ ძალიან დიდი შეცდომები იქნა დაშვებული“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ახლა კი გთავაზობთ აღნიშნულ სიას:

პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქვეყანაში 8 აგვისტოს დაბრუნდა.

 

 

გიგა ბოკერია საქართველოში 9 აგვისტოს დაბრუნდა, გასვლის თარიღი მითითებული არ არის.

 

 

ნინო კალანდაძე ასევე ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ქვეყნიდან მომდევნო გასვლის თარიღი კი სიაში მითითებული არ არის.

 

დავით ბეჟუაშვილი ქვეყნიდან 7 აგვისტოს გავიდა და შემოვიდა 11 აგვისტოს, ხოლო 15 აგვისტოს კვლავ გავიდა წითელი ხიდიდან.

 

ეკა ტყეშელაშვილი ქვეყნიდან გავიდა 13 აგვისტოს და დაბრუნდა 15-ში. ბაკურ კვეზერელი 9 აგვისტოს დაბრუნდა ქვეყანაში.

 

ბეჟან ხურციძემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 7 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი სიაში მითითებული არ არის.

 

რომან მარსაგიშვილი ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი კი უცნობია.

 

მერაბ სამადაშვილი სადახლოს გავლით ქვეყნიდან 12 აგვისტოს გავიდა და იმავე დღეს დაბრუნდა. გიორგი ღვინიაშვილი ქვეყანაში, ვალეს გავლით 11 აგვისტოს დაბრუნდა, თუმცა როდის გავიდა ქვეყნიდან უცნობია.

 

 

კობა ნაყოფია ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, ქვეყანაში შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის.

 

 

დეპუტატი ირაკლი ქავთარაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი უცნობია.

 

დიმიტრი გვინდაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს და დაბრუნდა 10 აგვისტოს.

 

 

ალექსანდრე ხეთაგური ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს წითელი ხიდის გავლით, შემოსვლის თარიღი სიაში არ არის მითითებული.

 

კანდიდ კვიციანი ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, 11 აგვისტოს კი დაბრუნდა.

 

კობა სუბელიანი საქართველოში დაბრუნდა 10 აგვისტოს.

 

 

ნიკოლოზ რურუა ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, წითელი ხიდის გავლით. გიორგი მელაძე ასევე საქართველოში შემოვიდა 9 აგვისტოს.

 

მარიკა ვერულაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა 7 აგვისტოს. დილარ ხაბულიანი ქვეყნიდან 8 აგვისტოს გავიდა, შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის. გიგი წერეთელი 7 აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, 9 აგვისტოს კი დაბრუნდა.

 

სიაში ორი გიორგი თარგამაძეა მითითებული. მათ სხვადასხვა პირადი ნომერი აქვთ. გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით 01005002431 ქვეყაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ხოლო მეორე გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით 01024011110 ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს და დაბრუნდა 8 აგვისტოს.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s