რატომ მიდიან პოლიტიკაში…


რამდენიმე დღეა,რაც აქტიურად განიხილება რუსეთ-საქართველოს ომი და საქართველოს ბრალეულობა აღნიშნულ ომში.თითქმის ყველა ის პირი,რომელიც ამჟამად ხელისუფლებაშია დაუფარავად ადანაშაულებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს და აღნიშნავენ,რომ საქართველო თავისი უგუნური პოლიტიკის გამო წამოეგო რუსეთის პროვოკაციას.

ყველაფერი კი დაიწყო იქიდან,რომ პირველად ეს ფრაზა გააჟღერა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა,რომელიც იმ პერიოდში წინა საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,მოსახლეობის დიდმა ნაწილმა,უფრო სწორად პრორუსულმა ნაწილმა მაშინვე აიტაცა,ეს ბრალდება და იმდენად გაითავისა კიდეც,რომ არჩევნებში წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა ქართულმა ოცნებამ.და თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამას ყველა ხედავს,თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ჯერ კიდევ არის ქართული მოსახლეობის ნაწილი,რომელიც  მოლოდინის რეჟიმშია და ელოდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული წინა საარჩევნო დაპირებების შესრულებას.

სულ რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა თინა ხიდაშელმა განაცხადა,რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ ხელისუფლებში,რომ დაენგიათ და გაეძარცვათ ქვეყანა.

ეს  ყველაფერი კი რამდენად შეესაბამება რეალობას,ცალკე განსახილველი თემაა.

მე  მინდა გავიხსენო ის პერიოდი,როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  წევრი ბატონი დავით საყვარელიძე მოდიოდა პოლიტიკაში და კენჭს იყრიდა კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად.

მე იმ პერიოდში ქასთინგისთვის ვწერდი ნაშრომს „რატომ მიდიან პოლიტიკაში“  და როგორც კი შევიტყვე ახალი სახეების არსებობა ვეცადე მათთან დაკავშირებას.ნაცნობებმა თავისი უშუალო ხასიათის გამო მირჩიეს დავით საყვარელიძე ,მეც მაშინვე დავუკავშირდი ბატონ დავითს  და ბევრი თხოვნის შემდეგ დავიყოლიე ინტერვიუზე.

ახლა გთავაზობთ ამ ინტერვიუს და თავად განსაჯეთ,  რა მიზნით მოვიდა ეს ადამიანი პოლიტიკაში,რომელსაც მანამდეც საკმაოდ  წარმატებული კარიერა ჰქონდა!!!

  • რამდენად წარმატებული იყო თქვენი საქმიანობა?

ჩემი წარმატებული საქმიანობის კრიტერიუმი არის ის,რომ სხვებმა შეაფასონ და არა შენ საკუთარი თავი.როგორი კმაყოფილიც არ უნდა იყო საკუთარი თავით,საბოლოოდ საზოგადოება გაფასებს,შედეგები გაფასებს და თუ რამე შეგაქვს  ცვლილება უკეთესობისკენ,მაშინ შეიძლება ითქვას,რომ შედექი როგორც მენეჯერი.მემგონი,რომ ჩემი საქმე აქამდე გამომდიოდა,ყოველ შემთხვევაში მე მაქსიმალისტი ვარ და არასდროს ვარ კმაყოფილი.მინდა,რომ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო.მგონია,რომ უფრო მეტი უნდა შეძლო ადამიანმა,უფრო მეტი ენერგია უნდა დახარჯო.მაგრამ აქამდე მე ვთვლი,რომ ჩემს ასაკში  მაქსიმუმი გავაკეთე,მაგრამ არის ალბათობა,რომ ჩემ ადგილზე მივიდეს ჩემზე ენერგიული ადამიანი და უფრო ეფექტურად გაართვას თავი.

  • ზოგადად თუ შეგიძლიათ განმარტოთ „რატომ მიდიან პოლიტიკაში“? ეს უბრალოდ ამბიციაა თუ ცხოვრების გაუმჯობესების მარტივი გზა?

ცხოვრების გაუმჯობესებას ვერ ვიტყვი.იმიტომ,რომ  პოლიტიკა ცხოვრების გაუმჯობესება არ არის.და ვისაც მსგავსი მიზნები ამოძრავებს ის არაკეთილსინდისიერია.საქართველოში ვერც პოლიტიკაში და ვერც საჯარო სამსახურში ვერავინ გამდიდრდება თუ ამას გულისხმობ ცხოვრების გაუმჯობესებაში.უბრალოდ შეგიძლია საკუთარი შესაძლებლობა და ენერგია დაანახო საზოგადოებას.

  • როგორც ცნობილია 2008 წელს რუსეთ -საქართველოს  ომი თქვენი შიდა ქართლში მუშაობის პერიოდს დაემთხვა.რამდენად რთული იყო ამ პირობებში პროფ.სამუშაოს შესრულება?და თქვენი თვალით დანახული კონფლიქტი.

ეს კონფლიქტი არ იყო,ეს იყო  კარგად ორგანიზებული ომი,რომელიც რუსეთმა წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ.რათქმაუნდა რთულია უყურო როგორ იღუპებიან  შენს თვალწინ  ადამიანები.მე იმ პერიოდში გორში ვიყავი და არ დამიტოვებია ქალაქი.ყველანაირად ვცდილობდი რამენაირად დავხმარებოდი ჩვენებს.მე არასდროს დამავიწყდება ის  ვაჟკაცი ქართველები,რომლებიც დიდი შემართებით იბძოდნენ ქვეყნის დასაცავად.

 

  • რაც შეეხება არასრულწლოვანთა განრიდებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან.ეს მართლაც უპრეცენდენტოა,თუმცა თუ არის თქვენთვის ცნობილი საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით?როგორც ვიცი,მათ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა.ეს არაინფორმირებულობის ბრალია საბოლოო ჯამში.მათ არ იციან რას ეხება განრიდება.მათ არ იციან,რომ განრიდება არ ეხება მძიმე დანაშაულს,არ ეხება ნასამართლევ ადამიანს,არ ეხება ასევე რეციდივისტს,ყაჩაღსა და ადამიანის გამტაცებელს .პირველ რიგში ეს პროექტი წამოვიდა საზოგადოების სოციალური პროექტიდან,შემდეგ მოვიფიქრეთ უფრო მეტად წარმატებული პროექტი,რაც არის არასრულწლოვანის განრიდება.ეს იმას ნიშნავს,რომ თუ ახალგაზრდას ერთხელ მოუვიდა შეცდომა და ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული,მას ეძლევა საშუალება გამოასწოროს საკუთარი ჩადენილი დანაშაული საკუთარი შრომით.საქართველოში არის  ისეთი დინამიკა დანაშაულის,რომ აღარ არის სახიფათო გარკვეულ ნაწილებში,რომ სახელმწიფო იყოს უფრო მეტად ჰუმანური.

  • თქვენი პროკურორობის პერიოდში კვლევების შედეგად ცხადი გახდა,რომ ნარკოტიკული დანაშაულის კუთხით წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა გამოსწორდა რაც შედეგია იმ პოლიტიკის,რაც თქვენ გაატარეთ?

მარტო მე არა! ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი,იმ სისტემის და იმ კურსის,რომელიც როგორც პროკურატურას,ისევე სახელმწიფოს აქვს აღებული.სახელმწიფოს გაუჩნდა პირველად იმის პოტენციალი,რომ ჰქონოდა გააზრებული პოლიტიკა დანაშაულის წინააღმდეგ.

  • რატომ გადაწყვიტეთ ტელეპროექტ „პროკურორის“საშუალებით  გეჩვენებინათ საზოგადოებისთვის თქვენი საქმიანობა? რათა დაგემსხვრიათ მოსაზრება პროკურატურის კარჩაკეტილობაზე?

პროკურატურის პოპულარობა და გამჭვირვალობა მატულობს წლების განმავლობაში.ეს მოსაზრება უბრალოდ წარსულის გადმონაშთია.ჩვენ გვინდოდა უფრო მეტი სიცხადე შეგვეტანა და გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის რას ნიშნავს იყო პროკურორი?რას ნიშნავს იყო საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე? და რა გადაწყვეტილებების წინაშე დგას ყოველ დღე პროკურორი,რა დილემები დგას ჩვენს საქმიანობაშიდა ასე შემდეგ…

  • რამდენად რთულია იყო „სახელმწიფო ბრალმდებელი“?

რთული არ არის,პირიქით არის ძალიან საჭირო.

  • რაც შეეხება პოლიტიკას,ძირითადად საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტული პრობლემის მოგვარება და არა ის ვინ იქნება ამა თუ იმ თანამდებობაზე.როგორ ფიქრობთ ამ კუთხით რამდენად ნაყოფიერი იქნება თქვენი მუშაობა?

ძალიან სწორია! თითქმის თავად გაეცი კითხვას პასუხი.ადამიანებს არ აინტერესებთ ვინ უფრო მეტად გალანძღავს მაგალითად დავით საყვარელიძეს!   პოლიტ. კულტურამ მოიმატა ჩვენს ქვეყანაში,მოიმატა იმის გამო,რომ საქართველოში ბევრი რეალური ცვლილებები მოხდა.ცხოვრების დონე გახდა უფრო მიმზიდველი,ვიდრე წინა წლებში იყო!მოსახლეობას იმის იმედიც კი არ ქონდათ,რომ ვინმე რამეს გაუკეთებდათ.ახლა რათქმაუნდა არის ოპტიმიზმი,არის წინსვლა.და  ხალხი უფრო მეტს ითხოვს პოლიტიკოსისგან,საჯარო მოხელისგან.ამიტომ მთავარი და ამოსავალი წერტილი არის ის, რამდენად ეფექტური იქნება შენი მუშაობა ხალხისთვის.ძალიან ბევრ გაჭირვებულ ხალხს ვხვდები ამ უბანში,.ძალიან ბევრ ადამიან უჭირს,არ არის იდეალურად ყველაფერი ამ ქვეყანაში,ბოლომდე მიყვანილი.მაგრამ არის კარგი ტენდენცია,იმისი,რომ ყველა ოჯახამდე მივა საბოლოო ჯამში რაღაც  სიკეთე,რომელიც გამოადგებათ მათ განათლებაში,ჯანდაცვაში,სოც.უზრუნველყოფაში,დასაქმებაში და ასე შემდეგ.

  • გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა,რომ ისეთივე წარმატებული იყოს თქვენი საქმიანობა პოლიტიკაში,როგორიც იყო წინა თანამდებობაზე?

ჩემი გეგმა არის იგივე,რაც მანამდე იყო.რომ არ უნდა დაგეზაროს მუშაობა,არ უნდა დაგეზაროს ადამიანებთან კომუნიკაცია.რაც მთავარია არ უნდა მოატყუო ადამიანი.არ უნდა დაპირდე ისეთ არარეალურ რამეს,რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ და უნდა იყო გულწრფელი,როგორც საკუთარ თავთან ისე ამომრჩეველთან.ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა,ჩემი და მთელი ნაც. მოძრაობის.

  • რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საზოგადოებრივი აზრი?

საზოგადოების აზრი თუ არ აინტერესებს პოლიტიკოსს,ის პოლიტიკოსი download არ არის ჩემი აზრით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s