შენიშვნა

ძალიან რთულია აშენო ქვეყანა და არაფერი არ შეგეშალოს,თუმცა უფრო მეტად რთულია მოიგო ადამიანების გული და მოიპოვო მათი ნდობა.როცა ხარ პოლიტიკაში შენ თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს გამადიდებელი შუშით უყურებენ და არ გპატიობენ,ერთ თუნდაც ძალიან მცირე შეცდომას.და როდესაც მოგიხსენიებენ,საუბრის ტექსტი ყოველთვის დაიწყება იმ შეცდომით,რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ დაუშვი,მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრებენ შენს მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებზე.ერთი შეხედვით არ არის ადვილი იყო პოლიტიკოსი,თუმცა საინტერესოა იმ თვალსაზრისით,რომ შენ ყველაზე მთავარ მოვალეობებში შედის სამშობლოზე ზრუნვა.ვფიქრობ ეს ყველას უნდა მოსწონდეს.

თუმცა დღესდღეობით ბევრია ისეთი პოლიტიკოსი,ვინც ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ ვინმესთვის დაემტკიცებინა რაღაც,რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეჩვენებინა თავისი(ხშირ შემთხვევაში მწირი)შესაძლებლობები.

ან უბრალოდ დაავალეს,რომ ასე მოქცეულიყო!!!!

დღეს მინდა განვიხილო ერთერთი ასეთი პოლიტიკოსი,უკაცრავად ყოფილი პოლიტიკოსი და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი.Image

მის პოლიტიკაში მოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოყვა საზოგადოებაში,არაერთი ვერსია განიხილეს,რომ პუტინმა გამოგზავნა,რომ ზრუნავდა ქვეყნის კეთილდღეობაზე და ასე შემდეგ.ყველაფერს ნათელი კი მას შემდეგ მოეფინა,რაც მისი მმართველობის პერიოდში გამოააშკარავდა არაერთი პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტი,არაერთი პოლიტიკური დაკავება,სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა,ჟურნალისტებსა და ექსპერტებზე თავდასხმა.არადა მათ წინა საარჩევნო პერიოდში ღიად საუბრობდნენ,რომ მათი მოსვლის შემდეგ ყველა იგრძნობდა დემოკრატიის ხარისხის მატებას.არადა დემოკრატიული ქვეყნის არსებობის შემთხვევაში,მიუღებელი და წარმოუდგენელია დევნო ადამიანი პოლიტიკური ნიშნით,შეუზღუდო მას სიტყვის თავისუფლება.

მდგომარეობა მას შემდეგ უფრო მეტად გამწვავდა,რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღლა განაცხადა,რომ ომი დაიწყო საქართველომ და პირდაპირ ოკუპანტი უწოდა ჩვენს ქვეყანას.რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ ომი დაიწო რუსეთმა და ღიად ისაუბრა იმ მიზეზებზე,რაც უძღოდა წინ აღნიშნულ ომს.კერძოდ მან თქვა,რომ არ სურდა საქართველო გაწევრიანებულიყო ნატოსა და ევროკავშირში და ამ მიზნით წამოიწყო საომარი მოქმდებები.

აბსოლიტურად გაუგებარია,რა მიზნით დააფარა ხელი ბიძინა ივანიშვილმა პუტინს?! რის დამტკიცებას აპირებდა ამ ქმედებით რუსეთისთვის?!და ასე შემდეგ….. 

განხილვა კი თქვენთვის მომინდია………..ჩემთვის კი ივანიშვილი გაუაზრებელი,არაადეკვატური და აბსოლიტურად უუნარო პოლიტიკოსია!!! რომელიც მხოლოდ ორიენტირებულია საკუთარ კეთილდღეობაზეეე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s