კრიმინალი


Image

კრიმინალი დღეს საქართველოში ერთერთი  თემაა,რაზეც ქართული  საზოგადოება აქტიურად საუბრობს.

ყველა თანხმდება იმაზე,რომ ეს პრობლემა ძალიან მალე უნდა გადაიჭრას.ხოლო რაიმე სახის პრევენციულ ზომებს არავინ იღებს, განსაკუთრებით ხელისუფლება.

მათი მტკიცებით კრიმინოგენული თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ამ კუთხით  რაიმე საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ,უფრო მეტიც ამაყობენ რომ კრიმინალის შემცირებაში უშუალოდ იღებენ მონაწილეობას.თუმცა არსებული რეალობა კი სხვაა და მათი მონათხრობიდან მკვეთრად განსხვავებული.

მდგომარეობას ართულებს ისიც,რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისულებამ  ძალიან ბევრი  პატიმარი გაათავისუფლა ამნისტიის საშუალებით.

კვლევები ადასტურებს,რომ რეციდივის ფაქტები ძალიან გახშირდა და ყოველი მეორე დანაშაული ამნისტირებული პირის მიერაა ჩადენილი.

ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ამ საკითხზე ხელისუფლების მოსაზრება,რადგან  აშკარაა,რომ ისინი თვალს ხუჭავენ აღნიშნულ ფაქტზე და ცდილობენ აღნიშნული პრობლემა ყოფილი ხელსუფლების მმართველობის პერიოდს დაუკავშირონ.რომ  კრიმინალის ზრდა სათავეს ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდიდან იღებს. არადა,საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა  online გამოკითხვებით, სწორედ  ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს,იმ  ერთერთ პარტიულ ძალად,რომელიც დაუღალავად ებრძოდა კრიმინალსა და ქურდულ სამყაროს.

ახლახანს ცნობილი გახდა,რომ საქართველოს მოქალაქე 33 წლის ტატო კაკაურიძე აღიარებულ იქნა დიდი ბრიტანეთის 14 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა შორის.ერთი რამ ფაქტია,ქართველები  არასდროს არ თმობენ მოწინავე პოზიციებს,როდესაც საქმე დანაშაულს ეხება.

მინდა ყურადღება გავამახვილო ჩემს კვლევაზე,რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავატარე და ჩავწერე თითქმის ყველა სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსები და ვთხოვე შეეჯამებინათ მდგომარეობა მათ რეგიონში კრიმინოგენული თვალსაზრისით.

სიმართლე გითხრათ კვლევის შედეგებმა მე თვითონ გამაკვირვა,რადგან მათი პასუხები იყო ძირითადად ერთნაირი და შინაგან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან აშკარად განსხვავებული.არც ერთი მათგანი არ მალავდა,რომ კრიმინალის დონემ აშკარად აიწია და უკვე იღებენ პრევენციულ ზომებს დანაშაულთან საბრძოლველად.

ბატონი ღარიბაშვილი კი დიდი სიამაყით აღნიშნავდა,რომ მიაღწია დეპოლიტიზირებულ პოლიციას და დანაშაულის კლებას.რაც შეეხება ახალ შ.ს მინისტრს ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს,ის ძალიან პასიურობს ჯურნალისტებთან ურთიერთობისას.რაც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს თავის მხრივ.

 

            

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s